ალენ სიმონიანი - სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალზე არ გაემგზავრება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაში, როგორც თანათავმჯდომარე სახელმწიფომ“, – განაცხადა სიმონიანმა.
მანამდე ჩეხეთმა და ესტონეთმა, ასევე ლატვიამ დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები 7 მაისს დაგეგმილ ინაუგურაციას არ დაესწრებიან.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ პუტინის ინაუგურაციაზე ევროკავშირის წარმომადგენლების დასწრების წინააღმდეგია.