ალენ სიმონიანი - რუსეთის ინტერესები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთისა და სომეხი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელდა
რუსეთის ინტერესები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა სომხეთისა და სომეხი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის თქმით, რუსეთის პოზიციების ცვლილება აშკარა გახდა განცხადებებსა და სხვა ყველაფერზე დაყრდნობით.
ალენ სიმონიანმა თქვა, რომ დადებითი დამოკიდებულება აქვს სომხეთს ევროინტეგრაციის მიმართ, რადგან ღირებულებები – დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც დღეს სომხეთის უსაფრთხოების სისტემად იქცა.
„ვერავინ უარყოფს, რომ ჩვენი პარტნიორები აკეთებდნენ აბსურდულ განცხადებებს, მაგალითად, როდესაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე 15 მხრიდან ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო, ჩვენმა მოკავშირემ სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამრიგად, მათ სურდათ სომხეთის ერთ-ერთ მხარედ გადაქცევა. ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული განცხადებები სხვა ადგილებიდან და თავშეკავება ამ მოქმედებების დროს“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.