ალეკო ელისაშვილი - ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კორონავირუსია, გაოგნებული ვარ, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვიდა
გაოგნებული ვარ, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვიდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ქვეყანაშია, კორონავირუსი, ვაქცინაცია არის. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემ უკან არ ისხდნენ გუშინ პარლამენტში შემოსული ოპოზიციინერები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ხალხის პრობლემები გვადარდებს. გუშინ პორტალი აფეთქდა ვაქცინაზე, ამხელა მოთხოვნაა და ვაქცინა არ გვაქვს. ეს როგორ არ აინტერესებს ოპოზიციას?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროეტქს, ელისაშვილი ამბობს, რომ მთავრი პრინციპია, რომ ამნისტია მძიმე მუხლებს არ უნდა შეეხოს.
„დაუჯერებელია ამბავია ამნისტიისთვის შარის მოდება, ხომ შევთანხმდით? – ადამიანებს ვინც ასახიჩრებდა, მასზე არ უნდა გავრცელდეს, ეს არის მთავარი პრინციპი, ამის იქით რატომ ვჩიჩქნით რაღაცებს, არ მესმის. გუშინ შეხვედრაზე ორი საათი ვიჯექი და ვერ გავიგე, რა სხვაობაა ოპოზიციისა და „ქართული ოცნების” ვერსიებს შორის“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რამდენიმე საათია, უსმენენ.