ალეკო ელისაშვილი - ყველაზე ღირსეული და სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, გომელაური თუ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ტოვებდა თანამდებობას
ალეკო ელისაშვილი - ყველაზე ღირსეული და სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, გომელაური თუ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ტოვებდა თანამდებობას

ყველაზე ღირსეული და სახელმწიფოებრივად სწორი იქნებოდა, თუ გომელაური გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მან 5 ივლისს თავი ვერ გაართვა თავის უფლებამოსილებას და ტოვებდა თანამდებობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა

ელისაშვილმა ისაუბრა, რა კითხვებით მიმართავს ის პარლამენტში ვახტანგ გომელაურს.

„მისი მხრიდან ეს იქნებოდა ყველაზე ღირსეული საქციელი და სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი. თუ ეს არ მოხდება, შემდეგ მექნება დანარჩენი კითხვები, რატომ მოხდა რატომ მოხდა, რომ წინასწარ დაანონსებული ძალადობა ვერ აღკვეთეს, სად იყო შს დამატებითი ძალები, როცა ქუჩაში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. რიგით გამვლელებზე ძალადობდნენ, რატომ არ გამოიყვანეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და ასე შემდეგ. ეს კითხვები მექნება მასთან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.