ალეკო ელისაშვილი - ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ახლა ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, არ უნდა მოჰყვეს იმედგაცრუება, ეს იქნება ნიშანი, რომ მეტი გვაქვს სამუშაო
ალეკო ელისაშვილი - ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ახლა ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, არ უნდა მოჰყვეს იმედგაცრუება, ეს იქნება ნიშანი, რომ მეტი გვაქვს სამუშაო

ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ახლა ვერ მივიღებთ, კანდიდატის სტატუსს, ამას არ უნდა მოჰყვეს ისეთი იმედგაცრუება, რომ არიქა, არანაირი პერსპექტივა აღარ გვექნება, ყველამ ზურგი გვაქცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსზე ახლა თუ შეიკავეს, ეს იქნება ნიშანი, რომ საქართველოს უფრო მეტი სამუშაო აქვს.

„არ ვიცი, ევროკავშირის დერეფნებში რა ხდება, მაგრამ მინდა, რომ საქართველომ ეს სტატუსი მიიღოს. ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ახლა, კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მივიღებთ, ამას არ უნდა მოჰყვეს ისეთი იმედგაცრუება, რომ არიქა, არანაირი პერსპექტივა აღარ გვექნება, ყველამ ზურგი გვაქცია. ეს ასე არ უნდა იყოს. ეს თუ ვინმეს გაახარებს რუსეთია და არ უნდა დავუშვათ. ახლა თუ თავი შეიკავეს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ უფრო მეტი გვაქვს სამუშაო, რომ ქვეყანა ისეთივე მისაღები გახდეს და მარტივად მისაღები, როგორც ფინეთი და შვედეთი, სადაც კითხვა დემოკრატიაზე საერთოდ არ არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.