ალეკო ელისაშვილი - ყველა ვხედავთ, შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია ჭრიალით მიდის, ვისაც არ ეზარება ყველა ცდილობს, შეთანხმება დაარღვიოს
კარგია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის. შარლ მიშელისა და ელჩების მხრიდან ადრეც ითქვა, რომ ერთია შეთანხმება და მეორეა, განხორციელება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „მოქალაქეების“ შარლ მიშელის შეთანხმებას სწორად ასრულებს.
„ყველა ვხედავთ, რომ იმპლემენტაცია ჭრიალით მიდის, ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, შეთანხმება დაარღვიოს. ჩვენ შეთანხმებას პატიოსნად მივყვებით. „ლელომ“ შეთანხმებას ხელი მოაწერა და საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს. „ქართულ ოცნებას“ როგორც კი წაუყრუებ და რაღაც სხვა ხდება, იმ წამსვე არღვევს. მაგალითად, მოსამართლეების ნაწილში. „მოქალაქეები“ შეთანხმებას ფეხდაფეხ პატიოსნად მივყვებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს ეწვევა.