ალეკო ელისაშვილი - ვისურვებდი, ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენზე ხელი არ ჩაიქნიონ და უფრო დიდი მასშტაბით ჩაერთოს აშშ, რადგან ქართველი პოლიტიკოსები ვერ ვხვდებით, ქვეყანას რას ვუშვებით
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ისურვებდა, ევროკავშირმა და ევროპელმა პარტნიორებმა ხელი არ ჩაიქნიონ, ასევე, მოლაპარაკების პროცესში უფრო დიდი მასშტაბით ჩაერთოს შეერთებული შტატები.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, ამის შემდეგ რა იქნება. მე ვისურვებდი, ევროკავშირმა და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ჩვენზე ხელი არ ჩაიქნიონ. ასევე, ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით ჩაერთოს შეერთებული შტატები, რადგან ქართველი პოლიტიკოსები ვერ ვხვდებით, ქვეყანას რას ვუშვებით და მტერს როგორ ვახარებთ. სინამდვილეში, მტერს ძალიან ვახარებთ. მტერი, რუსეთი ახლა ზის, ხელებს იფშვნეტს, კვდება სიცილით და სიამოვნებით, რომ ნახევარი წელია, ჩვენ, ქართველი პოლიტიკოსები ერთი და მეორე მხრიდან ვერ ვთანხმდებით ელემენტარულ საკითხებზე, ვერ ვხვდებით, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.