ალეკო ელისაშვილი - ვერ წარმომიდგენია, რომ 44 მილიონიან და ასეთ განათლებულ უკრაინაში ერთი იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ადეიშვილის მაგივრად იმუშავებდა ევროსაბჭოში
საქართველოს მთავრობა ძალიან დიდწილად ცოდავს და აშავებს უკრაინასთან, რომ ჯეროვნად მხარში ვერ ვუდგავართ უკრაინელებს, მაგრამ ხანდახან უკრაინის მთავრობაც აშავებს, ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთ განათლებულ უკრაინაში ერთი იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ადეიშვილის მაგივრად იმუშავებდა ევროსაბჭოში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ეს ძალიან ცუდი და დასანანი ნაბიჯია.
ამასთან, აღნიშნა, რომ არ მოსწონს ურთიერთობის ის დონე, რაც საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არის.
„ქართული ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდწილად ცოდავს და აშავებს უკრაინასთან, რომ ჯეროვნად მხარში ვერ ვუდგავართ უკრაინელებს, მაგრამ ხანდახან აშავებს უკრაინის მთავრობაც. ის, რომ ევროსაბჭოში აგზავნიან საქართველოში ძებნილ ადამიანს, რომელიც ხალხს სულს ხდიდა, ისეთ დღეში აგდებდა, ასეთ ადამიანს რომ უშვებ ევროსაბჭოში უკრაინის სახელით და ავალებ რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას, ეს ვფიქრობ, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ასევე ვერ წარმომიდგენია, რომ 44 მილიონიან და ასეთ განათლებულ უკრაინაში ერთი იურისტი ვერ მოიძებნა, რომელიც ადეიშვილის მაგივრად წავიდოდა და იმუშავებდა ევროსაბჭოში. ასე რომ, ძალიან ცუდი და დასანანი ნაბიჯია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და ეს არ ემსახურება იმას, რაზეც ყველა ვნატრობთ საქართველოში, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის, ახლა, როცა ასე თავგანგწირვით იბრძვის უკრაინა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, რომ ურთიერთობები დალაგდეს. ეს არის კონტრპროდუქტიული ნაბიჯი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.