ალეკო ელისაშვილი - ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს
ალეკო ელისაშვილი - ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს

ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს, ბოდიში მოიხადოს დაშავებული ადამიანების მიმართ და თქვას, რომ მან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, 5 ივლისს თავი ვერ გაართვა უფლებამოსილების შესრულებას და უნდა გადადგეს, –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ვიტარებაში ეს ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა.

„ამ ვითარებაში, ეს იქნებოდა ძალიან ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ გომელაური როგორ მოიქცევა, ვერ გეტყვით. ვინმეს თანამდებობიდან გაშვება არ მიხარია, ჩემთვის მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლინება – როცა დააშავებ, შემდეგ გადადგე. რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამეს უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ბოდიში უნდა მოიხადოს, სკამს არ ჩაებღაუჭო და უნდა გადადგე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.