ალეკო ელისაშვილი - უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება ძალიან საყურადღებოა, კარგი იქნება, თუ თავად სააკაშვილი ან მისი გარემოცვა განმარტებას გააკეთებს
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება ძალიან საყურადღებო, დამაფიქრებელია და კარგი იქნება, თუ მეტი განმარტება გაკეთდება.
საუბარია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.
„სიღრმეებში შესვლა ცოტა რთულია, რადგან ეს კაცი შეიძლება იგონებს, შეიძლება, მართალს ამბობს, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის უშიშროება თავის თანამშრომლებს ყოველთვის რეკრუტირებას უკეთებდა უმაღლესს სასწავლებლებში. რა თქმა უნდა, ნიჭიერ და მონდომებულ ხალხს აკვირდებოდნენ. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა იყო. არ გამოვრიცხავ, ასე ყოფილიყო. კარგი იქნება, თუ თავად სააკაშვილი ან მისი გარემოცვა განმარტებას გააკეთებს. ეს ცხელი ამბავია და მეტ განმარტებას საჭიროებს“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.