ალეკო ელისაშვილი - უამრავი მანქანა დათარეშობს ე.წ. ბასლაინში, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან
ალეკო ელისაშვილი - უამრავი მანქანა დათარეშობს ე.წ. ბასლაინში, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან

არასწორი და შემზარავია, რაც ქალაქში ხდება, უამრავი მანქანა დათარეშობს ე.წ. ბასლაინში და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ტუჩებდაბერილი გოგოცუნები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საავტობუსე ზოლების შემოღება მტკივნეულია, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება.

„წინა სესიაზე ვთქვი და ვითომც არაფერი, შსს-ს არაფერი შეუმჩნევია, არადა, ჩვენს ქალაქში ყოველდღე საძაგლობა ტრიალებს. საავტობუსე ზოლების შემოღება მტკივნეულია, ბევრისთვის გაუგებარი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. სწორია, რასაც აკეთებს თბილისის მერია, მაგრამ არასწორი და შემზარავია, რაც ხდება. უამრავი მანქანა დათარეშობს საავტომობილო ზოლში, ე.წ. ბასლაინში და ვერავინ დამარწმუნებს, ტუჩებდაბერილი გოგოცუნები რომ სხედან საჭეებთან, რამე ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან და კრიმინალის დასაკავებლად მიდიან, ბოლო ხმაზე რომ მუსიკა აქვთ ჩართული. ბასლაინებში მილიონობით მანქანა დათარეშობს, მაშინ, როდესაც საათობით საცობებში კანონის პატივისმცემელი ხალხი ვგმინავთ და აქედან გაგიშხუილებს მილიონი მანქანა. ან პატრული ყველაფერზე თვალს ხუჭავს, ან ე.წ. ნარუშილოვკაა 21-ე საუკუნის. ყველამ ვიცით, რომ შსს-ს აქვს პრაქტიკა, მონაცემთა ბაზიდან თუ ამოიღებენ კონკრეტული მანქანის ნომერს, რაც არ უნდა დარღვევა ჩაიდინოს, არც ჯარიმა მიუვა და არც დაფიქსირდება. როგორც ჩანს, ეს „ნარუშილოვკებია“ დარიგებული. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის, რაც ხდება. ასეთი უძრავი საცობია და აქეთ 10 ათასი მანქანა დაჰქრის. გამოვიდეს შსს, საპატრულო პოლიცია და გვითხრან, რასთან გვაქვს საქმე. ან აღკვეთონ ეს ყველაფერი, ან გააუქმეთ ეს ბასლაინი, რას გვაწვალებთ, ისედაც დაგლეჯილი გვაქვს ნერვები 30 წელია და კიდევ ეს წვალება, ტანჯვა და გაცოფება გვინდოდა?!“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.