ალეკო ელისაშვილი - უახლოესი მომავალი გვაჩვენებს, მოახერხებს თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში თავის დამკვიდრებას
არ ვიცი, გიორგი გახარია მოახერხებს თუ არა ოპოზიციაში თავი დაიმკვიდროს, ამას უახლოესი მომავალი გვაჩვენებს და ამას თვითმმართველობის არჩევნებზე გავიგებთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას, როდესაც ნეპოტიმზსა და კორუფციაზე საუბრობდა, უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ეს პრობლემები.
„ვისი პროექტია, რა პროექტია, ამას დრო და მისი ქმედებები გვაჩვენებს. გიორგი გახარია იყო პრემიერი, ბიზნესომბუდსმენი, შს მინისტრი, თქვა, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო. გუშინ, როცა დააზუსტებინეს, კონკრეტულ რამეს ვერ ვამბობ, ზოგადად, არის სისტემა. ვფიქრობ, ამ პასუხით კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ვინაიდან, ეს თქვა, უნდა დაეზუსტებინა, საიდან მოდის ნეპოტიზმი, კორუფცია და ვინ არის ამაში ჩართული. როცა რაღაცას იტყვი და მერე იტყვი, ნიჩურტი მაქვსო, სწორი არ არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.