ალეკო ელისაშვილი - სწორია ანაკლიის პორტში 51 პროცენტი, საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს
„მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ანაკლიის პორტის 51 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნოდეს.
ელისაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება.
„ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. ანაკლიის პორტის გაჩერება მაშინ მავნებლობა იყო. სწორია, რომ 51 პროცენტი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, იმდენად სტრატეგიულია ანაკლიის პორტი და იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, რომ იქ უნდა ჰქონდეს საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს. ეს პროექტი თუ რეალურად დაიძვრება, კარგი და მნიშვნელოვანი იქნება. ამას მივესალმები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება.