ალეკო ელისაშვილი - სტატუსს ყველა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანაა, რომ ყველამ პასუხისმგებლობით უნდა შევხედოთ, რაც დაგვავალეს, უნდა შევასრულოთ
სამუშაო ჯგუფებში აუცილებლად ჩავერთვები, რადგან ეს არის ევროკავშირის რეკომენდაცია. რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს და არა – მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შესაძლებლობა არ უნდა გაუშვას, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ოპოზიციის პოზიცია, რომელიც მაშინაც გვლანძღავდა, როცა სამუშაო ჯგუფებში ვიყავით და ახლა იბრალებენ, არიქა, სტატუსის მიღება ჩვენი დამსახურება არისო. რატომ ცანცარებენ, ვერ ვხდები, ეს თავად იციან. ფაქტია, რომ სტატუსს ყველა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანაა, რომ ყველამ პასუხისმგებლობით უნდა შევხედოთ. რაც დაგვავალეს, უნდა შევასრულოთ. დეკემბერში ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.