ალეკო ელისაშვილი - ღარიბაშვილ-სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმება შესაძლოა, გვარამიას დაკავებას უკავშირდებოდეს, თუმცა ითქვა, რომ გენერალური მდივნის ჯანმრთელობის გამო გაუქმდა, დაველოდოთ განცხადებას
ევროპელები მომღიმარი და ზრდილობიანი ხალხია, მაგრამ არავინ არის ბრიყვი და მიამიტი, ძალიან კარგად იციან, საქართველოში რა ხდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრის გაუქმების შესახებ.
„ირაკლი ღარიბაშვილმა სამი ოპოზიციური მედიის მმართველი დაიჭიროს კიდევ და საერთოდ არავინ აღარ შეხვდება. შემდეგ შეეძლება, მხოლოდ თავის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს შეხვდეს. შეიძლება, ამ შეხვედრის გაუქმება ნიკა გვარამიას დაკავებას უკავშირდებოდეს, შეიძლება არა, მაგრამ როცა ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს იჭერ, კარგს არაფერს უნდა ელოდო და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნიკა გვარამიას დაკავებას უკავშირდებოდეს, თუმცა ითქვა ისიც, რომ ეს შეხვედრა გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა, დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას. გეტყვით იმას, რომ ევროპელები მომღიმარი და ზრდილობიანი ხალხია, მაგრამ არავინ არის ბრიყვი და მიამიტი, ძალიან კარგად იციან, საქართველოში რა ხდება და გვარამიას დაკავება შემთხვევითი არ არის, არც მოსამართლის იდეა და გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს არის პროტესტის ფორმა, სილის გალაწუნება – როცა დაგეგმილ შეხვედრას გიუქმებენ, ეს არის სილის გალაწუნება. ვნახოთ, განმარტება, დაველოდოთ. ევროპაში ღარიბაშვილი ჩავიდეს და ქუჩის მომღერლებს შეხვდეს, ფოტოები გადაიღოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.