ალეკო ელისაშვილი - სენატორებთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით
სენატორებთან შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საუბარი იყო, როგორ შეიძლება გატარდეს საარჩევნო რეფორმა და იქნება თუ არა შესაძლებლობა, რომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ. ასევე საუბარი იყო სასამართლო რეფორმაზე, რადგან სასამართლოს სჭირდება რეალური რეფორმირება, რომ დამოუკიდებელი სასამრთლო იყოს. აი, ამ თემებზე ვსაუბრობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში“,-განაცხადა ელისაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.