ალეკო ელისაშვილი - სენატორების ჩამოსვლა განსაკუთრებით კარგია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან რასაც ვეუბნებით, არ ესმით და იქნებ ცივმა შხაპმა უშველოთ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებით კარგია „ქართული ოცნებისთვის“.
ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ დახურულ შეხვედრებზე სენატორებს საკმაოდ მკაცრი პოზიცია ექნებოდათ.
„სენატორების ჩამოსვლა ყოველთვის კარგია და ახლა განსაკუთრებით კარგია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან შიგნით რასაც ვეუბნებით, არ ესმით და იქნებ ამერიკული შხაპი დასჭირდეთ და ცივმა შხაპმა უშველოთ. დარწმუნებული ვარ, ამერიკელ სენატორებს საკმაოდ მკაცრი პოზიცია ექნებოდათ დახურულ შეხვედრებზე, რაც კარგი იქნება მმართველი პარტიისთვის, რომელსაც აშკარად საგარეო კომპასი გაუტყდა, გადაადგილება უჭირს და აშკარად ასცდა კონსტიტუციურ და ევროატლანტიკურ კურსსაც“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ამერიკელი სენატორები – ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.