ალეკო ელისაშვილი - სასამართლოში რეფორმის გატარება თუ გვინდა, ამას სჭირდება ნება, „ვეტინგი“, ბეტინგი და მსგავსი რაღაცები ყურით მოთრეული ამბებია
„ვეტინგი“, ბეტინგი და მსგავსი რაღაცები, ჩემი აზრით, ყურით მოთრეული ამბებია. რაც არ არის ნორმალური, ამაზე დროს არ უნდა ვკარგავდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „ვეტინგის“ იდეა არასერიოზულად მიაჩნია.
„სასამართლოში თუნდაც ხუთი გამბედავი მოსამართლე რომ აღმოჩნდა, ეს ძალიან მომწონს. არიან ადამიანები, რომლებიც ქედს არ უხრიან მურუსიძეს და მის გავლენებს არ ემორჩილებიან დანარჩენებივით. ეს ძალიან მომწონს, მათი მზაობაც მომწონს, მაგრამ თავად „ვეტინგის“ იდეა არ მომწონს. მიმაჩნია არასერიოზულ რამედ. ჩვენ თუ სასამართლოში რეფორმის გატარება გვინდა, სასამართლოს დამოუკიდებლობას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ – ნება, რომ სასამართლო გახდეს თავისუფალი. „ვეტინგი“, ბეტინგი და მსგავსი რაღაცები, ჩემი აზრით, ყურით მოთრეული ამბებია, რაც არ არის ნორმალური ამბავი. ამაზე დროს არ უნდა ვკარგავდეთ ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.