ალეკო ელისაშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, სამივე ქვეყანამ ბრძოლითაც და სისხლითაც დავამტკიცეთ, რომ სწორი არჩევანი გვაქვს
ალეკო ელისაშვილი - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, სამივე ქვეყანამ ბრძოლითაც და სისხლითაც დავამტკიცეთ, რომ სწორი არჩევანი გვაქვს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის. მისივე თქმით, მას გაუჭირდება პროგნოზი, რა გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს ევროკავშირმა.

ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, სამივე ქვეყანამ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრძოლით დაამტკიცეს, რომ სწორი არჩევანი აქვთ გაკეთებული.

„ძალიან გამიჭირდება თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ ვიცი, რა გადაწყვეტილება მინდა, მოვისმინო. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ამ ხნის განმავლობაში ბრძოლითაც და სისხლითაც დავამტკიცეთ, რომ სწორი არჩევანი გვაქვს და ევროპისკენ გვინდა. ეს უნდა დააფასონ. სამივე ქვეყანას, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.