ალეკო ელისაშვილი - სახალხო დამცველობის შეთანხმებული კანდიდატი ვინ არის, არ ვიცი, განცდა მაქვს, საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, რაც ცუდი იქნება
ჯერ ვერ ვხედავ სახალხო დამცველობის ისეთ კანდიდატურას, რომელზეც კონსენსუსი იქნება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში კენჭისყრა თუ ჩატარდება, ჩავარდება და სახალხო დამცველს ვერ აირჩევენ.
„განცდა მაქვს, რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე თუ გამოვა, ალბათ, ჩავარდება, რაც ცუდი იქნება. შეთანხმებული კანდიდატი ვინ არის, არ ვიცი. თუ უახლოეს მომავალში კენჭისყრა ჩატარდება, ჩავარდება და სახალხო დამცველს ვერ აირჩევენ. ყველა მხარისთვის მისაღებ კანდიდატს ჯერ ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.