ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ცვლილებების პარლამენტში ინიცირება პირველ მარტამდე თუ არ მოხდება, როგორც შემოვედით, ისე გავალთ
ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ცვლილებების პარლამენტში ინიცირება პირველ მარტამდე თუ არ მოხდება, როგორც შემოვედით, ისე გავალთ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების თანახმად, საარჩევნო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, ხოლო კანონმდებლობაში ასახვა პირველ მაისამდე. ელისაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს დატოვებენ.

„ყველაზე მთავარი, ალბათ მკითხავთ, როგორ ვენდობი „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვს, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ. აი, ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.