ალეკო ელისაშვილი - რომელიმე დეპუტატი, მინისტრი ან თანამდებობის პირი თუ არ დაფაცურდა, ისე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დარეგისტრირება შეუძლებელია
ალეკო ელისაშვილი - რომელიმე დეპუტატი, მინისტრი ან თანამდებობის პირი თუ არ დაფაცურდა, ისე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დარეგისტრირება შეუძლებელია

რომელიმე დეპუტატი, მინისტრი ან თანამდებობის პირი თუ არ დაფაცურდა, ისე შეუძლებელია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დარეგისტრირება, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„დღეს მიმდინარეობდა რეგისტრაცია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ამ მხრივ არის კატასტროფა. ისედაც, ოდითგან ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ნეპოტიზმის და ჩაწყობის ქვეყანა და აქ ხომ საერთოდ საშინელება ხდება. თუ არ დაფაცურდა რომელიმე დეპუტატი, მინისტრი, თუ არ ვიცი, რომელიმე თანამდებობის ადამიანი, ისე შეუძლებელია, რომ ხალხი დაარეგისტრირო. არ ვიცი, რა ჯადო ალგორითმით არის მოწყობილი ეს საიტები, სადაც ვერაფრით ვერ მოახერხებ დარეგისტრირებას. წლებია, ეს პრობლემა გრძელდება და იქნებ რაღაცა გააკეთოთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა ელისაშვილმა.