ალეკო ელისაშვილი - ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ, რა პერსპექტივა აქვთ გახარიას და მის პარტიას
ალეკო ელისაშვილი - ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ, რა პერსპექტივა აქვთ გახარიას და მის პარტიას

რა პერსპექტივა აქვს გახარიას და მის პარტიას, ამას ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახავთ. ახლა არასერიოზული იქნება მკითხაობა იმასთან დაკავშირებით, წარმატებული იქნება, თუ წარუმატებელი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ფაქტია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის დროს იყო რეიტინგული პოლიტიკოსი, მაგრამ იმავეს შეძლებს თუ არა სხვა სივრცეში, ამას დრო აჩვენებს.

„პირადად ჩემთვის, მოუნელებელია ის, რაც მან ჩაიდინა 20 ივნისს, როდესაც აქედან, პარლამენტიდან ვარაზის ხევამდე თარეშით დასდევნენ ხალხს და სისხლის კალო მოაწყო. დღემდე არ აუხსნია და ბოდიში არ მოუხდია, თუმცა ეს არის ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ხალხის დამოკიდებულება როგორი არის და როგორი იქნება ოპოზიციონერი გახარიასადმი, ამას ყველა ოქტომბერში ვნახავთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.