ალეკო ელისაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთ, დაგვიდასტურეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან
„ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, დაგვიდასტურეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთ და რიგგარეშე არჩევნებზე თანახმა ვართო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას ხმების გადათვლის მათთვის სასურველი მეთოდი შესთავაზა და გაყალბების დამტკიცების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდა.
„ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1 პროცენტი მაინც გაყალბდაო. ხომ ხართ მაგარი ბიჭები და ხომ ამბობთ რომ გაყალბდა არჩევნებიო, დაგვიდასტურეთო, ხელს რა გიშლითო, როგორც გინდათ, ისე დაგვიდასტურეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკო-ს მონაცემებით ვერ გადავთვლიდით, რადგან იქ სუს-მაგადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერი. მათ გვითხრეს, კი ბატონო, არ ენდობით და ნუ ენდობითო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან?! გულზე ხელი დავიდოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი