ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 11 წელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს
ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 11 წელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 11 წელი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც გარეწარი კეზერაშვილი აფინანსებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ამ მოცემულობით, „ქართული ოცნება“ ვერასოდეს დამარცხდება, რადგან ქართული არმიის ქურდი და მთელ მსოფლიოში პენსიონერების მტარვალი, გამძარცველი კეზერაშვილი კეთილშობილი მიზნებისთვის არ და ვერ იბრძვის.

„„ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი. ბრეჟნევის „ზასტოი“ მონაგონია, ისეთი დაჭაობებული სიტუაციაა ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ხელისუფლება გამოვცვალოთ, ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.