ალეკო ელისაშვილი - პარტნიორებმა დაინახეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებები მკლავჭიდის დაფა გვგონია, სადაც მოწინააღმდეგეს ხელი უნდა გადაუგრიხო
რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რა უნდა იყოს. ხუთი თვის თავზე ამ ქვეყნის წვალება უნდა დავასრულოთ და შეთანხმება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა, დამაიმედებელია.
„პატარა ბავშვები არ არიან, დაინახეს ჩვენი რეალობა და გაჯიუტება, ასევე კომპრომისების გაკეთება გვიჭირს და ქართველ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებები მკლავჭიდის დაფა გვგონია, სადაც აუცილებლად მოწინააღმდეგეს ხელი უნდა გადაუგრიხო. კარგად იციან ჩვენი რეალობა და კარგია, რომ კრისტიან დანიელსონი ამ რეალობის აღქმით ჩამოვა საქართველოში. რომელი მხარე რა კომპრომისზე წავა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რა უნდა იყოს. ხუთი თვის თავზე ამ ქვეყნის წვალება უნდა დავასრულოთ და შეთანხმება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.