ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთი მონდომებული გოგოა, ანა წითლიძე, მას რომ დაეინიცირებინა პარტიების დაფინანსების კანონპროექტი, მასაც დავუჭერდი მხარს
პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს ვეთანხმები და არ აქვს მნიშვნელობა ვისი ინიცირებულია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რომ ერთი მონდომებული გოგოა, ანა წითლიძე, იმას რომ დაეინიცირებინა, მასაც მხარს დავუჭერდი, იმდენად სწორი მგონია და მართებული ეს კანონპროექტი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ეს არის კანონპროექტი პოლიტიკური მუქთახორობის წინააღმდეგ“.
„ფული აიღო და პარლამენტში არ შეხვიდე, მთელი ცხოვრება ასე იქცეოდე, ასე სადაა?! ეს არის ამ ღარიბ ქვეყანაში ხალხის ფულის მუქთახორულად ფლანგვა. ვინც არ უნდა იყოს, ჩვენმა პარტიამაც რომ გადაწყვიტოს, ხმები მიიღოს და მერე არაფერი აკეთოს, პარლამენტში არ შევიდეს და არ იმუშაოს, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენც თუ ამ მუქთახორულ გზაზე დავდგებით. ჩვენს წინააღმდეგაც და ყველას წინააღმდეგაც უნდა იყოს გამოყენებული, ვინც ეცდება თავის თავზე მოირგოს ხალხის ფული“, – განაცხადა ელისაშვილმა.