ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში პრემიერის გამოსვლისას, ვისურვებ, რომ პოლიტიკური ემოციების მიღმა იყოს საქმიანი კითხვები
პრემიერის მოსვლა მძიმე და ცხარე დღე იქნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა, რომ პოლიტიკური ემოციების მიღმა იყოს საქმიანი კითხვები.
„იმ კითხვებს დავსვამთ, რაც ხალხს ადარდებს. არც ერთი მინისტრი არ დამიტოვებია ისე, რომ არ მეკითხა, სად ჩანს ქამრების შემოჭერა, მთავრობა ფულს თავის თავს აკლებს და გაჭირვებულ ხალხზე ანაწილებს? რა ხედვა, რა გეგმა აქვთ მაინტერესებს კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა „ქართული ოცნების“ პირობებში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს.