ალეკო ელისაშვილი - პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას
ალეკო ელისაშვილი - პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას

პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „მოქალაქეები“ ეწოდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფაქტი და ზოგს არ სურს, გაითავისოს.

„პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „მოქალაქეები“ ეწოდება. ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას – არა, მაგრამ ეს არის ასე“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.