ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის ნაწილს პრეტენზიები აქვს, პარლამენტში მუშაობა ეზარება და დედამიწაზე არსებული ყველა სიკეთე უნდა
ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება, თან პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, „მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ დგანან და სტუდიებში გვწყევლიან“.
„ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება, თან პრეტენზიები აქვთ, თუ პარლამენტში არ ვიქნებით, ცესკო-ში, საოლქო კომისიასა და საუბნოში უნდა ვიყოთო. ეს რა მაგარი ამბავია, პარლამენტში მუშაობა ეზარებათ და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი, დედამიწაზე არსებობს. მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ან მემორანდუმზე ვთანხმდებით ან სამუშაო პროცესზე, დგანან და სტუდიებში გვწყევლიან. თვითმმართველობის არჩევნები მოვა და იმ გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორ არ შერცხვებათ, მაგრად მაინტერესებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.