ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი გვლანძღავდა, თურმე სამუშაო ჯგუფებში ყავისთვის დავდიოდით, დღეს შეხვედრებზე მხრებში გამართული ვზივარ, კოლეგები იმალებიან
ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი გვლანძღავდა, თურმე სამუშაო ჯგუფებში ყავისთვის დავდიოდით, დღეს შეხვედრებზე მხრებში გამართული ვზივარ, კოლეგები იმალებიან

ყველა ჯგუფში ვიმუშავებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, რეფორმების შესრულება საქართველოს სჭირდება და პირნათლად შეასრულებენ, რაც ევროკომისიამ ქვეყანას დაავალა.

„ნიშნის მოგებით საუბარი არ მინდა, მაგრამ კარგად გაიხსენეთ, მე და ჩემს პარტიას ოპოზიციის დიდი ნაწილი როგორ გვლანძღავდა, თურმე სამუშაო ჯგუფებში ყავის დასალევად დავდიოდით და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კაბინეტში ყოფნა გვიხაროდა. სინამდვილეში, ორი კაცი, მე და ლევან იოსელიანი ექვს სამუშაო ჯგუფში ვიყავით. რატომ? რეკომენდაციებს ვასრულებდით. დღეს ღია და დახურულ შეხვედრაზე მხრებში გამართული ვზივარ, ჩემი კოლეგები სადღაც იმალებიან ხოლმე. პირნათლად შევასრულებთ იმას, რაც ევროკავშირმა დაგვავალა. თბილისიდან ბაქომდე ირბინეთო, რომ დაევალებინათ, წავიდოდი და ვირბენდი, მაგრამ დაჯდომა, მუშაობა დაგვავალა. რეფორმების შესრულება ჩვენ გვჭირდება. დამოუკიდებელი სასამართლო შარლ მიშელს არ სჭირდება, ბრიუსელში მშვენიერი სასამართლოა, ეს ჩვენ გვჭირდება. მურუსიძე თავზე საფრანგეთს კი არ აზის, ჩვენ გვაზის და სამართალს გვპარავს. რაიმე რეფორმის ჩატარება თუ დაგვავალეს, ისევ ჩვენთვის არის უკეთესი. შესაბამისად, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, თავზე ნაცარს კი არ უნდა გვაყრიდეს, არამედ ვალდებულებებს ასრულებდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.