ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია სახლობანას თამაშს მოეშვას, ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს რომ ბოიკოტი აქვთ და დანარჩენ დღეებში არ აქვთ, ეს სერიოზული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ჩვენი პარტია და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური ჯგუფი არიან წარმოდგენილი. ჩემი კოლეგიალური რჩევა იქნება, ოპოზიცია სახლობანას თამაშს მოეშვას. ორშაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს რომ ბოიკოტი აქვთ და დანარჩენ დღეებში არ აქვთ, ეს სერიოზული არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობს, ყველაფერში ჩართული უნდა იყოს.
„თუ საპარლამენტო ცხოვრებაში ვმონაწილეობთ, ყველაფერში ჩართული უნდა ვიყოთ მოსამართლეების კანდიდატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმაა თუ ცესკო-ს თავმჯდომარეობა. ის, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს გადაწყვეტილებები მივიღოთ, რა ვქნათ, ეს მოცემულობაა, ოპოზიციაში ვართ. საკმარისი ხმები რომ გვქონდეს, ოპოზიცია არ გვერქმეოდა და ხელისუფლება ვიქნებოდით. დღეს კარგ ხასიათზე ვარ და სხდომას დავესწრები, ხვალ გავალ და ვიტყვი, ნიჩურტი მქონდა, სწორი არ არის“, – განაცხადა ელისაშვილმა.