ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას ასე ძალიან თუ უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, დეპუტატი იყავიო
ნიკა მელიას თუ ასე ძალიან უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა,ნიკა მელიას გადასაწყვეტია, უნდა თუ არა დეპუტატობა
„როცა პირველად სადეპუტატო უფლებამოსილებას უჩერებდნენ, მაშინ ამის წინააღმდეგ ხმა მივეცით და აღმოჩნდა, რომ მართლები ვიყავით. ვინაიდან, ახლა თავად ითხოვს, კი ბატონი, შეუწყდეს. თუ ასე ძალიან უნდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ძალით ხომ არ დააკავებ და ეტყვი, გინდა თუ არა დეპუტატი იყავიო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს განიხილავს.
ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.