ალეკო ელისაშვილი - „ნაცონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები წავლენ-წამოვლენ და ისევ პარტიაში ბრუნდებიან, ნიკა მელია და ნიკა გვარამიაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე წარმომიდგენია
მელიასთან თანამშრომლობა ნაკლებად წარმომიდგენია, „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე ურთიერთობა საერთოდ ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები მათგან შორს არ მიდიან, წავლენ-წამოვლენ და ისევ ამ პარტიაში ბრუნდებიან.
„ნიკა მელია და ნიკა გვარამიაც „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე წარმომიდგენია. ბოლო პერიოდში „ნაცმოძრაობამ“ ფერი იცვალა. არ ვიცი, ეს რით არის განპირობებული. „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული პოლიტიკოსები მათგან შორს არ მიდიან ხოლმე, წავლენ-წამოვლენ და ისევ ამ პარტიაში ბრუნდებიან. მგონია, რომ მათგან წამოსული პოლიტიკოსები ისევ იქ დაბრუნდებიან. ყველა ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას დისციპლინირებული ამომრჩეველი ჰყავს, ზრდის რესურსი არ აქვს, რადგან ამ პარტიამ ადამიანები ისე გაამწარა, მათი გახსენებაც არ უნდათ, რომ ხელისუფლებაში ოდესმე დაბრუნდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.