ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსიც კი ეუბნება, რომ უხერხულია, რასაც აკეთებენ
„ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსიც კი ეუბნება, რომ უხერხულია, რასაც აკეთებენ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ღიმილისმომგვრელია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის და ამავდროულად ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ღიმილისმომგვრელ მდგომარეობაშია, როცა ამბობს, რომ პარლამენტში შევალ და ხელს არ მოვაწერო. მათი მეგობარი კუბილიუსიც კი ეუბნებათ, რომ უხერხულია, რასაც აკეთებთ და მაშინ ბოიკოტი რატომ გქონდათ გამოცხადებული ან პარლამენტში რატომ შედიხართო. საკუთარ გულითად მეგობრებს მაინც უგდონ ყური. დილიდან საღამომდე ხალხის სამსახურია და გვინდა, აქ მათთვის გავაკეთოთ საქმე. პარლამენტში ამისთვის ვართ მომართულები და თუ ვინმეს აქვს მსგავსი სურვილი და აქ შოუებისთვის არ შემოდის, კი ბატონო“, – განაცხადა ელისაშვილმა.