ალეკო ელისაშვილი - მოვლენებმა დაადასტურა, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც გვეგონა, ჩვენ ეს დროულად ვაღიარეთ, სხვები არ აღიარებენ
პოლიტიკოსებს გამბედაობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ. მოვლენებმა დაადასტურა, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც თავიდან გვეგონა. ჩვენ ეს დროულად ვაღიარეთ, სხვები არ აღიარებენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაყალბების მასშტაბი იმ სამ ოპოზიციურ პარტიას უნდა დაედასტურებინა, რომელსაც 3 700 საარჩევნო უბანზე ჰყავდა კომისიის წევრები. ელისაშვილი ამბობს, რომ მათ პროცესს ზურგი აქციეს.
„პოლიტიკოსებს გამბედაობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ. ჩვენ ყოველგვარი კომისიების გარეშე, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დროს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნების გადათვლა შემოგვთავაზა, ვთქვი, რომ მომხრე ვიყავი გადათვლის. შემდეგმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არ იყო ისეთი დიდი, როგორც თავიდან გვეგონა. ჩვენ ეს დროზე ვაღიარეთ, სხვები არ აღიარებენ. გაყალბების მასშტაბი იმ სამ ოპოზიციურ პარტიას უნდა დაედასტურებინა, ვისაც 3 700 საარჩევნო უბანზე ჰყავდა კომისიის წევრები. მათ ამ პროცესს ზურგი აქციეს და დაიწყეს ზღაპრების მოყოლა, რომ მთავარია, განცდა, შთაბეჭდილება და არა ფაქტები. ჩემთვის ეს პოეზიის, ლირიკის საგანია და არა პოლიტიკის, სადაც ფაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. მით უფრო, როცა კონკრეტულ დანაშაულს ამტკიცებენ. სხვები ამ ყველაფერს არ აღიარებენ, რადგან არგუმენტები არ აქვთ და პროცესს გაექცნენ. ამისთვის კომისიების შექმნა სწორად არ მიგვაჩნდა, რადგან ამაო გარჯა იყო და კომისიის საქმიანობაში დრო დაკარგეს, რადგან ისეთაც ნათელი იყო ეს ამბავი, განსაკუთრებით, „სამართლიანი არჩევნების“ პროცესების შემდეგ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.