სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოთხოვნების 99 პროცნეტზე, რაც საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო წესებთან დაკავშირებით მივიტანეთ, „ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ვეთანხმებიო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა დღევანდელი ვიდეოჩართვისას განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ელჩების მონაწილეობით შეხვედრებზე დიდი დრო სწორედ საარჩევნო წესებთან და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობოდა.
„გუშინდელი ჯოჯოხეთური დღის შემდეგ ყველას მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ უნდოდა, ისე გაიგო ჩემი ლაივი, ძირითადად ასე გაიგეს, რომ მე თორთლაძე გავხდი, თორთლაძე ორი, თითქოს გავიყიდე, თანხებსაც წერენ, ამდენს, იმდენს იღებს, მოკლედ, ეს ჭუჭყი რომ გავიაროთ, მინდა, მშვიდად აგიხსნათ ყველაფერი, რაც ხდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, სად ვართ მისული, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რეალურად რას ვამბობ, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები.
პირველი ამბავი – რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს არჩევნები გააყალბეს, ყველანი გამოვედით, ოპოზიციამ ვთქვით, რომ ბოიკოტია, არჩევნები გაყალბებულია, ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, ვინც ვთქვით, რომ გადავითვალოთ, დანარჩენმა ოპოზიციამ ფეხი აითრია, მაგრამ, კი ბატონო. ამის შემდეგ ოპოზიციამ თქვა, რომ არ შევდივართ პარლამენტში და წარმოიქმნა პოლიტიკური კრიზისი. შემდეგ ელჩებმა თქვეს, მოდით, დასხედით, დავილაპარაკოთ და ვნახოთ კრიზისიდან გამოსავალი. პირველ დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ ვითომ ნიჩურტი იყო და შემოდით, ჩვენ ვუთხარით, რომ ასე არ შემოვალთ, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, არჩევნები გაყალბდა. მერე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, გვითხარით, რა გინდათ, ჩამოწერეთ რას ითხოვთ და დავილაპარკოთ.
ჩამოვწერეთ ოთხი მოთხოვნა, პირველი – პოლიტპატიმრები, მეორე – რიგგარეშე არჩევნები, ან პლებისციტი (რიგითობაზე არ გამომეკიდოთ). ჩვენ ამ ფორმულირებას არ ვეთანხმებოდით, რადგან პლებისციტი არის სისულელე, არაფერი, მაგრამ, კი ბატონო, ამაზე გვქონდა კამათი, ღიად ვუთხარით, რომ პლებისციტს არ ვეთანხმებით. მოთხოვნა იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის შეცვლა, რომ იყოს გამჭვირვალე, იქ არ იყვნენ თამარ ჟვანია და ვიღაცა მამაძაღლები, გამყალბებლები. მეოთხე – საარჩევნო წესები შევცვალოთ, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ გაყალბება. ეს ოთხი მოთხოვნა გადავეცით, შემდეგ მოვიდა „ქართული ოცნება“ და თქვა, რომ აქედან რაღაცებზე არ ვილაპარაკებთ, ჩვენთვის წითელი ხაზებია, ღიადაც გამოვიდნენ, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
ერთადერთი, რაზეც ვერ ვილაპარაკებ, არის პოლიტპატირმების საკითხი, ეს საკითხი დაისვა, ვილაპარაკეთ, მაგრამ იმის გამო, რომ არ დავაზიანო, არ ვყვები. სერიოზული მსჯელობა იყო ამასთან დაკავშირებით და შეთანხმებით ვერ შევთანხმდით, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ხალხი რეალურად გამოვიდეს ციხიდან, ამიტომ არ ვიტყვი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არაფერს, ვერ ვიტყვი, ბოდიშს გიხდით ამისთვის.
მოკლედ, გადავეცით ოთხი მოთხოვნა და მომდევნო ორი შეხვედრის ძირითადი დრო ეთმობოდა იმას, „ქართული ოცნება“ გვეუბნებოდა, კონკრეტულად როგორი გინდათ იყოს ცესკო, როგორ გინდათ საარჩევნო წესების გაწერა. წამოვედით ოპოზიციაში, დავსხედით რაღაც ნაწილი და ჩამოვწერეთ, შევკარით წინადადებები. პოლიტპატიმრებზე ბევრი დასაწერი და სალაპარაკოც არ იყო, ასევე რიგგარეშე არჩევნებზე. ან ნიშნავ ან არა რიგაგრეშე არჩევნებს.
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მოთხოვნებზე, რაც საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო წესებთან დაკავშირებით მივიტანეთ, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ 99 პროცენტს ვეთანხმებიო. რაღაც საკითხებზე თვითონ ოპოზიციას გვქონდა განსხვავებული აზრები, მაგალითად, მე რამდენიმე ოპოზიციონერისგან განსხვავებული აზრები მქონდა.
99 პროცენტზე, რაც საარჩევნო წესებთან და საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით მივიტანეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულმა ოცნებამ“ დასტური გვითხრა. იმ შეხვედრებზე, 5-6 საათი რომ ვიყავით, მართლა ჯოკერს და წრეშიბურთს კი არ ვთამაშობდით, ამ საკითხებზე მიდიდოა დიდი დრო.
პოლიტპატიმრებზე რა უნდა გველაპარაკა, ან უშვებ ან არა, რა უნდა გველაპარაკა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ან ნიშნავ ან არა. ძირითადად, ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ არა, არ ვნიშნავ. ბოლო შეხვედრაზე, „ქართული ოცნება“ მოვიდა, ამ პაკეტზე თქვა, დასტურს გაძლევთო არჩევნებთან დაკავშირებით, რაც ჩამოვწერეთ ყველაზე, ჩამოწიკწიკებულია-მეთქი რომ ვამბობ, ამაზე ყველაფერზე გვითხრეს, დასტურს გაძლევთო.
პოლიტპატიმრბზე ვერ ვილაპარაკებ, სერიოზული მსჯელობა იყო. ის ხალხი თუ მართლა გვინდა, გამოვიდეს, ამიტომ ვერ ვილაპარაკებ და ვიღაც ოპოზიციონერები რომ გამოდიან და იმათ მართლა ჩაშლა უნდათ, არც პოლიტპატიმრების გამოსვლა უნდათ, მათ სინდისზე იქნება ეს ყველაფერი, მაქამდე მივალ.
მოკლედ, ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ, ოთხი საკითხიდან გვითხრეს, ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ, გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმითო და დაგვიდასტურეთო, რომ ერთი პროცენტი მაინც გაყალბდაო, ხომ ხართ მაგარი ბიჭებიო, ხომ ამბობთ, რომ გაყალბდაო, დაგვიდასტურეთო, რა გიშლით ხელსო, როგორც გინდათ, ისე დაგვიდასტურეთო. ჩვენ ვუთხარით, ცესკო-ს მონაცემებით ვერ გადავთვლით, რადგან იქ სუს-მა გადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერი, კი ბარტონო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო. ამაზე მეტი რა უნდა თქვან? აი, გულზე ხელი დავიდოთ რაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.