ალეკო ელისაშვილი - მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო „ლელო“
ალეკო ელისაშვილი - მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო „ლელო“

ოპოზიციონერი დეპუტატის, „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების დროს პარტია „ლელო“ ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო.

ამასთან, როგორც ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ყველამ უნდა თქვას, აწერენ თუ – არა ხელს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს.

„მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია „ლელო“. გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ხომ ვთხოვეთ მედიაცია, ხომ ჩამოვიდა მედიატორი, დაგვიდო დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის დოკუმენტია, არც ჩემი და არც რომელიმე ცალკე აღებული პარტიის დაწერილი არ არის. ახლა მოხდება ლუსტრაცია, ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვის უნდა რეალურად ამერიკისა და ევროპის კეთილგანწყობის შენარჩუნება, რადგან, უკვე სანქციებით გვემუქრებიან. რომელიმე კონკრეტულ პარტიას კი არ ემუქრებიან, მთელ ქვეყანას, საქართველოს მიაყენებს ეს დარტყმას. ყველამ თქვას, აწერს თუ არა იმ დოკუმენტს ხელს, მორჩა და გათავდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.