ალეკო ელისაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, ვინმეს უყვარს თუ არა რურუა, კრიზისს განმუხტვა სჭირდება, კარგია, რომ ზურაბიშვილმა მზაობა ღიად დააფიქსირა
კარგია, რომ პრეზიდენტი მზად არის შეწყალებასთან დაკავშირებით, რადგან მას რურუა უყვარს თუ არა, ან ვინმეს უყვარს თუ არა გიორგი რურუა, კითხვები აქვს თუ არა მის წარსულთან დაკავშირებით, ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკურ კრიზისს განმუხტვა სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, მისასალმებელია, რომ ამისთვის მზაობა პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა.
„ამისთვის ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა. კარგია, რომ ასეთი მზაობა ღიად დააფიქსირა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.