ალეკო ელისაშვილი - მმართველი გუნდი ცდილობს, რიხიანად ილაპარაკოს და ამბობენ, იმაზე მეტ მანდატს ავიღებთ, ვიდრე გვაქვსო, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
მმართველი გუნდი ცდილობს, რიხიანად ილაპარაკოს და ამბობენ, იმაზე მეტ მანდატს ავიღებთ, ვიდრე გვაქვსო, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჯერ კარგ ფორმაში არ არის, ერთმანეთს ლანძღავს და ერთმანეთს არ ინდობს.
„წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა ბაქიბუქობს. ვისაც რა შეუძლია და რა არ შეუძლია, ყველაფერს იბრალებს, მათ შორისაა „ქართული ოცნებაც“. მმართველი გუნდი ცდილობს, რიხიანად ილაპარაკოს და ამბობენ, იმაზე მეტ მანდატს ავიღებთ, ვიდრე გვაქვსო. რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო ბაქიბუქი. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, როგორც ჩანს, ხმებს შემოდგომაზე დავითვლით. ოპოზიცია ჯერ კარგ ფორმაში არ არის. ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს და ერთმანეთს არ ინდობს. ჯერ ზამთარი არ დამთავრებულა და იმედია, უკეთესს ფორმაში ვიქნებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.