ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს  
ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს  

ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს. რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ, ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ნიკა მელიას დირექტივები და ციხეში დაწერილი რაღაც აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს. რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ, ამას ჩვენი პარტია გადავწყვეტთ. სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან გაზეთ „პრავდაში“ რა დირექტივებს აქვეყნებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, პარლამენტში მისვლას დღეს გეგმავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.