ალეკო ელისაშვილი - მელია გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სასაცილო პოზიცია მაშინ იქნება, თუ საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო
ალეკო ელისაშვილი - მელია გადაწყვეტილებას ვერ იღებს, სასაცილო პოზიცია მაშინ იქნება, თუ საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო

„ლელოს“ ინიციატივა ცოტა გაუგებარია, რადგან ეს შეთანხმების რევიზიაა და მეორეს მხრივ, ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება და რაღა არის საჭირო“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შეთანხმების გადახედვა სწორი არ იქნება.

ამასთან, ელისაშვილი აცხადებს, რომ მელია ღირსებაშელახული არ იქნება არც იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მას გირაოს გადაუხდის.

„შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია. თავდებად მთელი ევროკავშირი უდგება და ეს საკმარისია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, ვიდრე ღიმილისმომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, არ გამოვალ არაფრის ფასადო. დარწმუნებული ვარ, ამას ხვდება. ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო პოზიცია მაშინ იქნება, თუ საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსება შელახული და სასაცილო მდგომარეობაში. არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის” ხალხი რას ეუბნება, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება, თან სწორი, რადგან ქვეყნისთვის კრიზისის დასრულება საჭიროა და ამისთვის ყველამ რთული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ჩვენ რომ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, ისეთი უნდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.