მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე – იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, კორექტული, აქ რაღაც როლი აქვს, როგორ ჩანს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„მაგას ვუსმენდი გუშინ, უფრო გულახდილად და არა პრესკონფერენციაზე. სიმართლე გითხრა, ჩემთვის აღმოჩენა იყო. აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ კობახიძე. როგორც ჩანს, რაღაც როლს თამაშობს გარეთ. შიგნით იყო მშვიდი, წყნარი. სიმართლე გითხრა, მიკვირდა, რომ ვუყურებდი.
მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე. იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული, ჩვეულებრივად ზის, მუშაობს, ხოდა აქ რაღაც როლი აქვს, როგორ ჩანს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.