ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ლელოს“ პრესსამსახურში დაადასტურეს.
მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“ – გაერთიანების შესახებ 17 ივლისს განაცხადა და პრეზენტაცია გამართა.