ალეკო ელისაშვილი - „ლელომ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს საარჩევნო რეფორმას, მეორე და მესამე მოსმენაზე არ დაუჭირეს, ვის აყოლიან, რას აყოლიან, გაუგებარია
გუშინ იყო ისტორიული დღე და ისტორიული დოკუმენტი მივიღეთ. მართლა ჩაწიკწიკებულია საარჩევნო სისტემა, რადგან საქართველოში არც ერთ კანონსა და არც ერთ ცვლილებაზე პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ასე მონდომებით არ უმუშავიათ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო რეფორმაზე შეჯერებული დოკუმენტია მიღებული.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან არც არაფერს აწერს ხელს, არც არაფერში მონაწილეობს, მაგრამ ყველა სიკეთე უნდა, ეს „ლელო“ ვის აყოლია, რას აყოლია და ასეთ რამეს რატომ აკეთებს? „ლელომ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამით პარლამენტში შემოვიდნენ და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს და მეორე და მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს, ეს არის გაუგებარი. „ლელო“ ისეთ პარტიას ჩამოყალიბდა, ვერ გაიგებ, რა უნდათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.