ალეკო ელისაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარეობის ამბიცია არ მაქვს, მაგრამ შეთანხმების პირობა არ უნდა დაირღვეს
ალეკო ელისაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარეობის ამბიცია არ მაქვს, მაგრამ შეთანხმების პირობა არ უნდა დაირღვეს

არანაირი კომიტეტის თავმჯდომარეობა არ მინდა, მაგრამ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს, ეს შეთანხმების ვალია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, შეთანხმების პირობა არ უნდა დაირღვეს.

„არანაირი კომიტეტის თავმჯდომარეობა არ მინდა. ორი კომიტეტის და ერთი კომისიის წევრი ვარ, ყველა საქმიანობაში ინტენსიურად ვარ ჩართული და ის პოზიცია, რაც მაქვს, ჩემთვის საკმარისია. ინტენსიურად და თავდაუზოგავად ვმუშაობ, როგორც შეიძლება. კომიტეტის თავმჯდომარეობის ამბიცია არ მაქვს, მაგრამ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დათმოს, ეს შეთანხმების ვალია და პირობა არ უნდა დაირღვეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.