ალეკო ელისაშვილი - ხაზარაძეს ვკითხე, რა ხდება მეორე სცენარში-მეთქი, მიპასუხა, ომია ძმაო, რაღაც იქნება
ყოველ ოპოზიციის შეკრებაზე „ლელოში“ ჩხუბი გვქონდა, სათითაოდ ვეკითხებოდი მათ, რა არის მეორე სცენარი, მეორე სცენარი იყო- არავინ არ შევდივართ პარლამენტში, არც ერთი ოპოზიციონერი, ვდგავართ ქუჩაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას არა რევოლუცია, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება სჭირდება.
„ყოველ ოპოზიციის შეკრებაზე „ლელოში“ ჩხუბი გვქონდა, სათითაოდ ვეკითხებოდი მათ, რა არის მეორე სცენარი. მეორე სცენარი იყო- არავინ არ შევდივართ პარლამენტში, არც ერთი ოპოზიციონერი, ვდგავართ ქუჩაში. ერთ-ერთმა თქვა, რომ ხალხი გამოვა ქუჩაშიო, რადგან ყელში ამოდის ეს. ანუ რევოლუცია გინდათ-მეთქი? – კიო, თქვა ზოგმა. მე ვარ მტერი რევოლუციის. ამ ქვეყანას გადატრიალება და ჯანჯღარი არ სჭირდება. ევოლუცია სჭირდება, ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. კარგი-მეთქი, მაგრამ ვთქვათ, არ გამოვიდა რევოლუცია, მერე რას აკეთებთ-მეთქი, რადგან მე პირდაპირ გამოვალ და დაგიპირისპირდებით, ვისაც რევოლუცია გინათ-მეთქი.
მოდის ოქტომბერი კალენდაულად, კონსტიტუციაში წერია, რომ ოქტომბერშია თვითმმართველობის არჩევნები, მერე რას ვაკეთებთ-მეთქი, თამარ ჟვანიაა ცესკო-ს თავმჯდომარე და იგივე საზიზღარი სააჩევნო კანონები გვაქვს, გავდივართ- მეთქი ამ არჩევნებში?, ბოკერიას პასუხი იყო, რომ – კი, გავდივართ ამ არჩევნებშიო.
ერთ-ერთ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძეს ვეკითხები, პრაგმატული კაცი ხარ, მილიონერი, ნაბიჯ-მაბიჯ ფული იშოვე, რა ხდება მეორე სცენარში მეთქი? გუჩაში ვდგავართ, ოქტომბერი მოვიდა, ცესკო-ს თავმჯდომარე ისევ თამარ ჟვანიაა, პასუხი გინდათ გითხრათ?- ომია ძმაო და რაღაცა იქნება. ამ პასუხმა თავზარი დამცა, რა ომია? რისი ომია? რისი მეომრები არიან. ვინც ემზადება რევოლუციისთვის, მე მისთვის ვარ მოსისხლე მტერი, ვინც არ უნდა იყოს. მე არ მინდა რევოლუცია, მინდა, ქვეყანას ჰქონდეს კარგი არჩევნები“, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.