ალეკო ელისაშვილი - „ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს ედება და სისულელეებს იგონებს, სააკაშვილმა არ ილაპარაკოს, რას ჰქვია, პირი დასკოჩილი აქვს თუ კლიტე ედო?
ალეკო ელისაშვილი - „ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს ედება და სისულელეებს იგონებს, სააკაშვილმა არ ილაპარაკოს, რას ჰქვია, პირი დასკოჩილი აქვს თუ კლიტე ედო?

„ხალხის ძალა“ ღობე-ყორეს რომ ედება, არც მაინტერესებს, რადგან სისულელეებსა და მავნებლობას იგონებენ, არც ღირს, მათ დრო სერიოზულად დავუთმოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია, მით მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა: რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?“

„ეს ორგანიზაცია ქვეყნისთვის დამაზიანებელია. სააკაშვილმა არ ილაპარაკოს, რას ჰქვია, პირი დასკოჩილი აქვს თუ კლიტე ედო? ერთი, მთელი მსოფლიო გვეხვეწება, 500 დივიზიონი დავძრათ და მეორეა, სააკაშვილის გამოხსნა უნდათ. სამწუხაროდ, ამ აბდაუბდაზე დროს ვკარგავთ. აბა, „ვეტერანთა კოდექსზე“ ვისაუბროთ, არ აინტერესებთ? ვეტერანს სახლში შეუვარდნენ და მთელი სახლი დაულეწეს, ბავშვიან-ძაღლიანად რომ გამოაგდეს სახლიდან. ყოველდღე სისულელეს იგონებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.