ალეკო ელისაშვილი - კეზერაშვილისგან დაფინანსებული „ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა პოსტებს რომ წერთ, არ იცოდით, ფული როგორ იშოვა მაგ გარეწარმა? იცოდით და იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი
კეზერაშვილისგან დაფინანსებული „ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა პოსტებს რომ წერთ, არ იცოდით, ფული როგორ იშოვა მაგ გარეწარმა? იცოდით და იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.
ელისაშვილმა აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კეზერაშვილზე გასული ფილმის შემდეგ მისგან დაფინანსებული „აი, ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა და გრძელ პოსტებს რომ წერთ, თქვენ მინდა, გკითხოთ, მანამდე ჯარს რომ ფული მოპარა მაგ ჯიგარმა, არ იცოდით? ან, ზოგადად, არ იცოდით, მაგ გარეწარმა ფული როგორ იშოვა? ბიზნესებს რომ ახევდა ხალხს, არ გსმენიათ? უიმე, ევროპელი პენსიონრების ბედით შეწუხდით ხომ? ძაანაც კარგად იცოდით და მშვენივრადაც იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ჯაან შვეჩკებს“ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი. რამე ჯაგა ტელევიზია მაინც ყოფილიყო. ასე რომ, ქურდისა და გარეწარის ნაძარცვი ფულით გამაძღრებმა ჭკუა ასწავლეთ ბებიათქვენებს და კეზერას, თუ გაუბედავთ კიდევ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.