ალეკო ელისაშვილი - კეზერაშვილი საერთაშორისო მასშტაბის არამზადა და თაღლითია, თაღლითებს არ უშვებენ ხოლმე ნორმალურ ქვეყნებში
ალეკო ელისაშვილი - კეზერაშვილი საერთაშორისო მასშტაბის არამზადა და თაღლითია, თაღლითებს არ უშვებენ ხოლმე ნორმალურ ქვეყნებში

კეზერაშვილი არის საერთაშორისო მასშტაბის არამზადა, მან გაძარცვა ქართული არმია, საქართველოს შეიარაღებული ძალები და ძარცვავს მთელ მსოფლიოში მოხუცებს, ეს აღიარებული ამბავია. გერმანიის პროკურატურა იძიებს, „ბიბისიმ“ უზარმაზარი ფილმი გააკეთა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ კეზერაშვილს არ შეუშვებდნენ შეერთებულ შტატებში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თაღლითებს არ უშვებენ ნორმალურ ქვეყნებში.

„კეზერაშვილი საერთაშორისო მასშტაბის არამზადა და თაღლითია, თაღლითებს არ უშვებენ ხოლმე ნორმალურ ქვეყნებში, ეს გააკეთეს და მეტი არაფერი. ჩემი ღრმა რწმენით, მოხდება ის, რომ არა მარტო სადღაც არ შეუშვებენ კეზერაშვილს, არამედ დააპატიმრებენ და მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვინახულებდი მატროსოვის ციხეში, მივიდოდი, თვალებში ჩავხედავდი და ვეტყოდი ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ მიჩვეულები, რაღაცას რომ გავიგებთ, პროკურატურას და ჩვენს სასამართლოს არც მტკიცებულება სჭირდება, დაარტყამენ ორ ბეჭედს და ეგრევე იჭერენ. ევროპაში ასე არ არის, გამოძიება მიდის, აგროვებენ მტკიცებულებებს და ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ალბათ რომელიმე ევროპული ქვეყანა კეზერაშვილის დაპატიმრებაზე ორდერს გასცემს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე ევროპული ქვეყანა გასცემს ორდერს ბატონი კეზერაშვილის დაპატიმრებაზე. „ქართული ოცნება“ ამდენ ხანს რატომ არ გასცემდა ორდერს? ერთხელ რომ დააპატიმრეს საექსტრადიციო მიზნით რამდენიმე დღე, რატომ არ მიიტანეს მტკიცებულებები, ეს ცალკე თემაა. კეზერაშვილის ადგილი არის ციხეში და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ციხეში მოხვდება. ის უნდა მოხვდეს ციხეში ქართული არმიის გაძარცვისთვის და ის მოხვდება ციხეში მსოფლიოში მოხუცების გაუბედურებისთვის. საქართველოს მოქალაქეობა აქვს, საქართველოს მიერ უნდა იყოს, წესით, ძებნილი, მაგრამ ის ნელთბილად ძებნილია, საქართველოს ციხეში მოხვდება. ალბათ სხვები დააკავებენ და საქართველოს გადმოსცემენ „საჩუქარ“ კეზერაშვილს. კეზერაშვილს უკავშირდება ორი ძალიან სკანდალური ამბავი, რასაც ჩადიოდა საქართველოში და რასაც ჩადიოდა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის.